„რაც თქვა ქალბატონმა ნაირამ, არის ტყუილი. სიმართლეა, რაც თქვა? ვინ ცხადდება ჯაშუშად? ეს სიმართლე რანაირად არის?“ – ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გამოთქმულ მოსაზრებას უპასუხა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მისი აზრი „უმარტივესი ტყუილია“ და მთავარია სიმართლე:
„ქვეყანა დავაშოროთ, ჩვენ დავუახლოვდეთ! – ესაა ლოზუნგი, რომელსაც გულსა და გონებაში იმეორებენ, თორემ ხაბაროვსკსა და კისლავოდსკში ტურების პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავთ. გიჟები კი არ არიან.“
„რანაირად არის [უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი] აგენტი? ეს ხომ უმარტივესი ტყუილია? ამიტომ, მთავარია სიმართლე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, ნაირა გელაშვილმა „ნეტგაზეთზე“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მისთვის სრულიად მიუღებელია ის, რომ „ყველას ერთნაირად, ერთიანად, წინასწარ აცხადებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“.
„ჯერ იყო „აგენტი“, პირველ ვარიანტში [2023 წლის მარტში], ახლა ვითომ შეცვალეს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ შემოიღეს, მაგრამ შინაარსი იგივეა.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი – ამის კონოტაცია ქართულ ენაში, ჩვენს სინამდვილეში, და საერთოდაც, ნიშნავს სამშობლოს მოღალატეს. და როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, მოღალატედ აცხადებს?“. – წერს ნაირა გელაშვილი საკუთარ მოსაზრებაში.