LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი პატიმარს რომ ემუქრება, თუ ჭკუით არ იქნები მუხლებს დაგიმატებთო, მეგრულ-აფხაზური ზრდილობაც არ მეყოფა თქვენთან პატივისცემით სასაუბროდ: ნანა გეგეჭკორი

3362
ნანა გეგეჭკორი - სააკაშვილი

„პრემიერ-მინისტრი პატიმარს რომ ემუქრება, თუ ჭკუით არ იქნები მუხლებს დაგიმატებთო, მეგრულ-აფხაზური ზრდილობაც კი არ მეყოფა თქვენთან პატივისცემით სასაუბროდ“, – საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განმარტებით, ის არ აპირებს იმ ადამიანებთან დიალოგში შესვლას, რომლებიც „კრიმინალური შპანის გაპრავებას“ ცდილობენ.

როგორც გეგეჭკორი წერს, ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა „მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს არ გვაქვს“.

„ვატყობ ბევრი იქნება აქ ისეთი რომელიც ვერ მიხვდება რას ნიშნავს ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პატიმარს რომ ემუქრება, თუ ჭკუით არ იქნები მუხლებს დაგიმატებთო. ჩემი გამორჩეული მეგრულ-აფხაზური ზრდილობაც კი არ მეყოფა თქვენთან პატივისცემით სასაუბროდ. არასდროს დამიბლოკავს ან გამიკიცხავს ადამიანები განსხვავებული აზრისთვის ან თუნდაც ჩემი პირადი წყევლა-გინებისთვის, მაგრამ ამ კრიმინალური შპანის გაპრავება ის წითელი ხაზია რომლის იქით ადამიანურად ვინმესთან დიალოგში შესვლას არ ვაპირებ. თუ ვერ ხვდებით რომ ეს მუქარა პირდაპირ მეტყველებს იმაზე რომ სახელმწიფო არ გაქვთ, მაქვს უფლება ჩავთვალო, რომ ერთუჯრედიანის ინტელექტს არ აღემატება თქვენი გონებრიბრივი შესაძლებლობები და იქ არც სასაუბრო და არც საკამათოა რამე. მარტივად წაგშლით და დაგბლოკავთ. დროს ნუ დახარჯავთ აქ წერაში“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g