LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ქვეყანაში 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, 1300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება

520
garibashviliii

„მომდევნო წლების განმავლობაში, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, რეალური ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი აცხადებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მხოლოდ 8 წლის განმავლობაში, კახეთის მიმართულებით, განხორციელებული პროგრამების შედეგად, 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი და, დაახლოებით, 13 000 ჰექტარი მრავალწლოვანი კულტურების ხეხილის ბაღები გაშენდა.

„1 700 სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1 000-ზე მეტი წარმოება გაფართოვდა ამ პროგრამების შედეგად. მომდევნო წლების განმავლობაში, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, რეალური ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში. ჯამში, ეს გამოიწვევს, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა, დაახლოებით, 20 000 სამუშაო ადგილი, ბოლო 5 წელიწადში და ინვესტირებული იყო, დაახლოებით, მილიარდი ლარი. ეს არის რეალური ფაქტები, რომელიც მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g