LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ

162
BeFunky-collage (6)

“დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიანად, ყველამ ერთად და ისე, რომ საერთოდ საუბარიც არ იყოს მეორე ტურზე” – ამის შესახებ პრემიერმა გარდაბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაში გარდაბნისთვის უკვე განხორცილებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

“გარდაბანი, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ძლიერი მუნიციპალიტეტია, რომელიც ფაქტობრივად ამარაგებს არა მხოლოდ თბილისს, არამედ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტშიც სერიოზული წვლილი შეაქვს. დღეს უნდა გავიხსენო, რომ ზუსტად 2013 წელს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 511 მილიონი დოლარი იყო, 2019 წელს, 900 მილიონამდე ავიდა – ფაქტობრივად გავაორმაგეთ. ეს, ჩვენი, ყველას ერთობლივი და პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაბანში, 2012 წლის შემდეგ 2 უმსხვილესი თბოელექტროსადგური აშენდა, რომლის დადგმული სიმძლავრე 461 მგვტ-ია, რაც 410 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გარდაბნის ბიუჯეტს ძალიან სერიოზული შემოსავალი აქვს ქონების გადასახადიდან. მე გაგახარებთ, რომ ჩვენ ვიწყებთ მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც დაახლოებით 200 მგვტ სიმძლავრის იქნება და გარდაბნის მუნიციპალიტეტს კიდევ დაემატება შემოსავალი, რომელსაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ეფექტურად იყენებს. ეფექტურად იყენებს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, გარდაბანში, ძირითადი სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს, გზები მოწესრიგებულია, ძირითად სოფლებთან დამაკავშირებელი გზები მოწესრიგებულია, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც დაწყებულია და ეს, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, სერიოზული პრობლემები გვაქვს წყალმომარაგებაში, მაგრამ ეს პროცესები გრძელდება. წლების განმავლობაში, მაგალითად კუმისის წყალმომარაგება იყო პრობლემა, ეს პროცესი დაწყებულია და დასრულდება. საირიგაციო, სარწყავი წყლები არის ნაწილობრივ პრობლემა და ესეც დაწყებულია და უნდა გავაკეთოთ.

 

არავინ ამბობს, რომ ჩვენ ვართ შეუცდომლები, მაგრამ ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ყველაზე კარგად ვიცით, რა უჭირს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ რეგიონში, ქალაქში, დაბაში, მუნიციპალიტეტში და სოფელში. ზუსტი გეგმა გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. არ ვამბობთ იმას, რომ პრობლემები არ არის. არის პრობლემები, მაგრამ გუნდია, რომელმაც ეს პრობლემები იცის, სად არის და როგორ უნდა აღმოფხვრას. ეს არის, რაზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა დღეს არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უკეთესი, ვიდრე დღეს“,- განაცხადა პრემიერმა.

 

მოსახლეობას სიტყვით მიმართა მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა. მისი თქმით, გარდაბანში ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პერიოდში.

“გპირდებით, როგორც დღეს, ისე 4 წლის შემდეგ, პირნათელი ვიქნები თითოეული თქვენთაგანის წინაშე; გარდაბანთან მიმართებაში ორი ძირითადი მიზანი მაქვს – ერთი, ვიყო თითოეული გარდაბნელის ოჯახის წევრი და მეორე, ვიყო თითოეული გარდაბნელის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში;

დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს, ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მომდევნო წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწევთ.

ჩვენ გავიმარჯვებთ გარდაბანში, ჩვენ გავიმარჯვებთ მარნეულში; ჩვენ გავიმარჯვებთ მთლიან საქართველოში“, – განაცხადა დარგალმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g