LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: „რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე, თუმცა სხვა ძალებს აქვთ – ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე“

113
ირაკლი კობახიძე

„რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „არჩევნები წარიმართება სხვა ძალების მხრიდან უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა“.

„რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.

ეს სამწუხაროა, ვისმენთ, ათასგვარ მუქარას და შანტაჟს. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზეზი აქვს, მიზეზია ის, რომ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის გამო არიან კონკრეტული ადამიანები გულდაწყვეტილები.

მათ იმედი აქვთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებენ საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა მეორე ფრონტი გახსნან, რასაც ვერ ეღირსებიან. ქართული საზოგადოება, სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში.

არჩევნებზე გავლენის მოხდენას რესურსი სჭირდება მედიის მიმართულებით, უნდა გვყავდეს საკუთარი პარტიები, შენი აგენტურა უნდა გყავდეს პარტიებში, მედიარესურსები უნდა გქონდეს. ეს რესურსი რუსეთს არ აქვს, თუმცა სხვა ძალებს აქვთ“. – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან, მე მგონი, ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის – ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა, მისი ტერმინით რომ ვთქვათ, ვიგინდარა ქართულ პოლიტიკაში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები