LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია

139
ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არათუ ნაწილია, ის არის ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს „რასაც ეტყვიან პირდაპირ იმას გაიმეორებს“.

„მეტი რესურსიც არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, რასაც ეტყვიან პირდაპირ იმას გაიმეორებს. ის დიდი ხანია, აღარ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი.

დიდი ხანია, არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დატოვა „ნაცმოძრობამ“ მიუხედავად კონსტიტუციის აღიარებული დარღვევისა, შესაბამისად, ის ჩვეულებრივი მარიონეტივით იმოქმედებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ვინ არის და რა არის, საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, აქედან გამომდინარე, მის არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციამ გადაწყვიტა, წინასაარჩევნოდ გახდეს „პრორუსული“, ხალხს არაფერი ავიწყდება, მატყუარა პოლიტიკოსებს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები