LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი საპატრიარქოზე: „გარკვეული საჭიროებების გამო აუცილებელი გახდა ბიუჯეტის გაზრდა“

150
ირაკლი კობახიძე საპატრიარქოს ბიუჯეტზე

„გარკვეული საჭიროებების გამო აუცილებელი გახდა დაფინანსებისთვის 5 მლნ ლარის დამატება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ბიუჯეტის გაზრდაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ბიუჯეტის გაზრდას აქვს კონკრეტული მიზნობრიობა და „ყველაფერი არის გამჭვირვალე”.

„რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ.

30 მლნ იყო გამოყოფილი, თუმცა იყო გარკვეული საჭიროებები, რის გამოც აუცილებელი გახდა 5 მლნ-ით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა. ანუ, მთლიანობაში იყო 30-მილიონიანი დაფინანსება, დავამატეთ 5 მლნ, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისად განხორციელდეს.

ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში.

აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30-მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით.

საჭიროება იყო შესაბამისი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში მოხდა 5 მლნ-ით მათი დაფინანსების გაზრდა”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი ირაკლი კობახიძე 15 მარტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი სასწავლო დაწესებულებისთვის 35 მილიონ გასცემს

თანხა 2024 წლის ბიუჯეტიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანასების პროგრამიდან გამოიყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g