LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი – საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით

116
Capture

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივარ ვარჰეის შეხვდა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა განიხილეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით”, – წერს პრემიერი „ტვიტერზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები