LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი საწვავის გაიაფებას 20-30 თეთრით ელის: „იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ მეტად დააკლებენ საწვავს ფასს“

108
ipiccy-image-1-2022-04-11_12-35-07_291244-e1649666114560

პრემიერ მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ ქვეყანაში მალე საწვავი გაიაფდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმპორტიორებისგან მიიღეს პირობა, რომ ფასი ჯამში 20-30 თეთრით შემცირდება.

„ჩემი დავალებით ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს და მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან. მე დღეს მქონდა სუბარი მათთან და იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა და საწვავის ფასები პლატცზე დაკლებულია, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ პოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა პროპორციული კლება. ამიტომ, საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა იმპორტიორებთან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმოს იმპორტიორთა კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება, კონკურენციის პირობების დაცვა. „რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ მეტად დააკლებენ საწვავს ფასს, ჯამში 20-30 თეთრით. საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ.” – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები