LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი შატილის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

335
გიორგი-გახარია-26

პრემიერი გიორგი გახარია, შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს – განცხადებას ის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე ავრცელებს სადაც წერს, რომ სამაშველო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, მეორე ფრონტზე კი ექიმები იბრძვიან დაშავებულების გადასარჩენად. 

სამოგზაუროდ მიდიხარ და კვდები... ნუ გარისკავთ ისე წასვლას, რომ არ იკითხოთ რა ტრანსპორტია!

ტრაგედიამ ყველა შეაშფოთა, სფეროს წარმომადგენლები კი პრობლემებზე აალაპარაკა.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებს და ახლობლებს.

ინტენსიურად მიმდინარეობს  სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას” – ვკითხულობთ გახარიას განცხადებაში.

შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან ავტობუსი გადავარდა: დაღუპულია 12 კაცი, დანარჩენებს კი ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტობუსში მყოფ სხვა პირებს ეძებენ, რაც რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების გამო რთულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g