LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად შევქმნით სამთავრობო კომისიას

72
იორდან

მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე, ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად დღეს სამთავრობო კომისია შეიქმნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამთავრობო კომისია შეიმუშავებს ცენტრის კონცეფციას, პროექტს და შემდეგ დაიწყება მუშაობა.

“300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე ბრუნდება” – პრემიერის განცხადებით, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება

„როგორც იცით, საქართველოს გადაეცა 4 ათასი კვ.მ მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. სწორედ ამ მიზნით შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ პროცესში მისი უწმინდესობის უდიდეს როლს.

მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილესა და იორდანიის არქიეპისკოპოსს და ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, განსაკუთრებით, ელჩს იორდანიაში ზაზა კანდელაკსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს.

როგორც მოგახსენეთ, დღეს უკვე შევქმნით კომისიას. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ჩვენ ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს: მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორესა და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g