დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ პანდემიის პირობებში ხალხმრავალ სუფრაზე ოლიმპიურ ჩემპიონებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა “ტვ პირველის” ეთერში შეაფასა.
“პრემიერიც ქართველია და ამ ქვეყნის პრემიერია. ოლიმპიური ჩემპიონი, როდესაც არის იქ… მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ესეც მიუღებელი იყო, იმ ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზეც ასეთ სუფრაზე, მაქსიმალურად კი იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ ჩემთვის მაინც მიუღებელია”, – აღნიშნა იმნაძემ.
შეგახსენებთ, 7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხალხმრავალ სუფრაძე იქეიფა. ამის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონებთან იქეიფა, ეპიდვითარება ძალიან მსუბუქია.