LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი:”პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი თუ ეს სამშობლოს ემსახურება”

50

“ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და რაც მთავარია გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა.

”ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ ანთებულ და შემართულ ახალგაზრდას ვხედავ. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხსიმგებლობა აქვს ნაკისრი.

ეს არის ჩვენი პარტიისთვის, თითეოული წევრისთვის, ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. პარტია ”ქართული ოცნება” ყოველდღიურად იკრებს ძალას და ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეზე.

ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და რაც მთავარია გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ყრილობის მონაწილეებს რჩევით მიმართა, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი, თუ ეს სამშობლოს ემსახურება.

”თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისთვის. ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოებრივი განვითარების თქვენული ხედვა და აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა იმ საქმის თანამონაწილე იქნებით, რომელიც ჩვენ სამშობლოს უდიდეს წარმატებას მოუტანს. პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი თუ ეს სამშობლოს ემსახურება, სახელმწიფოს მშენებლობასა და ქვეყნის კეთილდღეობას ხმარდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g