LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან

202
BeFunky-collage

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

საელჩოს ინფორმაციით, დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს, უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად კი, ტურიზმის ადმინისტრაციაში უფასო ცხელი ხაზია ამოქმედებული.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინელ ტურისტებს კერძო სექტორის მხარდაჭერით სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა. დახმარება უკვე გაეწია უკრაინის 200-მდე მოქალაქეს.

უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი: 0 800 800 909 #StandWithUkraine“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოიყოფა

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება

magti 5g