LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზატულინი პრემიერის განცხადებაზე: არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ

165
ზატულინი

არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა, არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქართული ოცნებაა 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში აფხაზ და ოს ძმებსა და დებთან ერთად – ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

„არ ვიცი, პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამ შთააგონა. ნამდვილად არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ არიან და ამ ხარისხში არიან აღიარებულნი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, თავი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებში არაფერს არ დაუთმობს“, – განაცხადა ზატულინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები