ინგლისის პრემიერლიგის მოულოდნელი ლიდერის ”ლესტერის” ფეხბურთელები კოპენჰაგენში ჩავიდნენ და საშობაო წვეულებაზე გაერთნენ.
”მელიები” ჯეიმი ვარდის თამადობით საქმეს კრეატიულად მიუდგნენ და მულტიპლიკაციური გმირების კოსტუმებში გამოეწყვნენ. სწორედ ასეთ სამოსში დასეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში, სვამდნენ ლუდს და გამვლელებთან სურათებს იღებდნენ. გზად ქალაქის ცენტრში მდებარე ირლანდიურ პაბში The Dubliner შეიარეს, შემდეგ კი სახელგანთქმულ ტივოლის გასართობ პარკში წავიდნენ.