უკვე ცნობილია, ვინ იქნება საქართველოს ახალი ბიზნესომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძეს ამ პოსტზე მიხეილ დაუშვილი შეცვლის.
ახალი ბიზნესომბუდსმენი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
შეგახსენებთ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისი მოადგილე ლევან კალანდაძემ თანამდებობები 11 ნოემბერს დატოვეს.
"ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება" - ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს
ისინი პოლიტიკურ ჩარევას კატეგორიულად უარყოფენ.