LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის“ – ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

150
Untitled design (4)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს.

„პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში შემხვედრ ნაბიჯებს და პრაგმატულ, რაციონალურ, სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და პლურალისტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g