LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა დადგენილება გამოსცა, რომლითაც სუროგატი დედის მშობიარობასა და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ აანაზღაურებს

169
სუროგაცია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოს მიერ, სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე დადგენილება გამოსცა.

დადგენილების მიხედვით, სუროგატი დედის მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.

პრემიერის შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ გამოქვეყნებული.

„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები,“- ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილება ძალაში 1-ელი მარტიდანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g