საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი.