პრემიერმა ყვარელში მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი სესიაშვილი წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა სესიაშვილის დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება:
ირაკლი არის ახალგაზრდა, ძალიან კომპეტენტური ადამიანი. მისი კომპეტენციები ძალიან ფართოა. ის არის ნამდვილად საამაყო ადამიანი, გულისხმიერი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა დეპუტატისთვის და ის ყველა თქვენგანის ინტერესებს დაიცავს ძალიან აქტიურად.