LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული, ამ ნიშნით – პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მგონია ყველასთვის მისაღები“ – პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

192
სალომე ზურაბიშვილი

„ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დავიწყოთ“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელის თანამდებობაზე კანდიდატურა შერჩეული ჰყავს.

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – „ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული“

არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დღეს რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, ასევე 8 ოქტომბერს შედგება შეხვედრები „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები. პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე – არა.

პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული, ამ ნიშნით – პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს, პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ „ქარტიაში“ ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

magti 5g