“კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისათვის, რომ დროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და „კოვაქს“ პლატფორმის მიერ გათვალისწინებული კალენდრის თანახმად, საქართველო ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო ორგანოში მოწვეულია რიგგარეშე სესია, განსახილველ საკითხებს შორის კი არის ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც ეხება ქვეყნის „კოვიდ-19“-ის ვაქცინით უზრუნველყოფის საკითხს.
არჩილ თალაკვაძემ ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველომ შეძლოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აქტივობის განახლება იმ ტემპებში, როგორც ეს იყო კოვიდამდე:
“ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისათვის, რათა დროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და „კოვაქს“ პლატფორმის მიერ გათვალისწინებული კალენდრის თანახმად, საქართველო ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ ამ ფონზე შევძლოთ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აქტივობის განახლება იმ ტემპებში, როგორც ეს იყო კოვიდამდე.” – განაცხადა თალაკვაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის ჯანდაცვის პროფესიონალებს და ყველა იმ სამსახურს, რომელიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დღემდე არის ჩართული.