1 ნოემბერს, ავსტრალიაში სტარტი პრესტიჟულმა დოღმა „Melbourne Cup“ აიღო, რომელიც წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სპორტულ ღონისძიებად ითვლება. ფენომენალური პოპულარობის გამო მას ასევე უწოდებენ „დოღს, რომელმაც ერი შეაჩერა“, შესაბამისად გასაკვირიც არ არის, რომ ეს თარიღი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
ბევრი ავსტრალიელი განსაკუთრებულად ემზადება ამ ღონისძიენისთვის: მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია კოსტიუმები, გოგონებისთვის კი შესაბამისი თავსაბურავი.
თუმცა წელს, ადგილზე მისულმა სტუმრებმა არც ჩაცმულობა და არც ტრადიციები გაითვალისწინეს. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მოსახლეობა არა პრესტიჟულ ღონისძიებაზე, არამედ ჩვეულებრივ იაფფასიან წვეულებაზე მივიდა.
ნაგვის მთები და ახალგაზრდების არაწესიერი ქცევები – წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ორგანიზატორები ასე ვერ წარმოიდგენდნენ.




