ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
ფოტიგა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოქვეყნებულ “ტვიტებში” 2021 წელს აჯამებს და ასევე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას და თავისუფლებას უსურვებს:
“2021 საქართველოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოს გადაედგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ და მეტი ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოეტანოს….
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ.” – აღნიშნულია ევროპარლამენტარის მიმართვაში.
2/2 პრეზიდენტ სააკაშვილს @SaakashviliM ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ. #საქართველო??
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) December 31, 2021