LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას ვუსურვებ „დიფ სთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ – მამუკა მდინარაძე

121
მამუკა მდინარაძე

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის შეხვედრას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას უსურვებს „დიფსთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“.

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის – გამოჩნდა, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ ომს ასე მარტივად არ შეელევიან“ – ირაკლი კობახიძე

„ომის დასრულება იმაზე მეტად არავის სურს, ვიდრე ჩვენ, უკრაინაში“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ვოლოდიმირ ზელენსკის გადმოსახედიდან შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა – მან მეტისმეტი მოინდომა“ – დონალდ ტრამპი

„ნაც.აგენტურა” ისტერიულად არწმუნებდა ხალხს – გლობალური ომის პარტია, „დიფსთეითი“, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რუსული ნარატივიაო. გუშინდელის შემდეგ ამ “მოგონილი” ბოროტების რამდენი მხარდამჭერი გაიშიფრა მსოფლიოში, ადგილობრივი აგენტურის ჩათვლით, ყველამ ვნახეთ. მხილება გრძელდება… პრეზიდენტ ტრამპს კი წარმატებას ვუსურვებ „დიფსთეითის“ და ომის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g