საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების დასრულების შემდეგ მოაწერეს.
უკრაინის პრეზიდენტი ოჯახთან და სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტი რამდენიმედღიანი, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი მთელი საქართველოს მასშტაბით.