LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად“

181
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Sky News-თან ინტერვიუში მომავალი არჩევნების მნიშვნელობასა და რუსეთის გავლენაზე საუბრობს და ამბობს, რომ ღელავს, რადგან საქართველომ იცის ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება, თუ როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს:

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

„ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია;  ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება.

ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა:

„საქართველო მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია“ – სალომე ზურაბიშვილი

„დიახ, ისინი ახლაც ოკუპირებულია, ამიტომ ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად.

საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g