აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას Made In America(გაკეთებულია ამერიკაში). ეს დოკუმენტი ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არჩევანი ამერიკულ ნაწარმზე გააკეთოს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ავტოპარკს და ბაიდენი არსებული მანქანების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებას გეგმავს.
წარსულში ჩინოვნიკებს მსგავსი მოთხოვნები ნაკლებად ქონდათ. ბაიდენი კი ფიქრობს, რომ ახალი ინიციატივა ბაზარზე მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და აშშ–ს ელექტროქარების წარმოების საკითხში მსოფლიო ლიდერად აქცევს.
2019 წლის მონაცემებით, ფედერალური მთავრობის ავტოპარკში 650 ათასი ავტომობილი იყო და მათ შორის 245 ათასი ყოველდღიური მოხმარების, 173 ათასი სამხედრო და 225 ათასი საფოსტო მანქანა. ყოველწლიური ხარჯი კი 600 მილიარდ დოლარად ფასდება.
ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი მწარმოებლების ან მოდელების ავტომობილები მოხვდებიან სამთავრობო ავტოპარკში. ჟურნალისტთა ვარაუდით, სიაში იქნება Tesla, Rivian და Lordstown, ასევე დიდი ამერიკული კონცერნები General Motors და Ford.