LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია – ამ არჩევნებს არ ვაღიარებ“

160
სალომე ზურაბიშვილი

„ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია – არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება“, – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ჩვენს წინაპრებს ამისთვის არ უცხოვრიათ და არ შეიძლება ვინმემ საქართველოს ევროპული მომავალი წაართვას“:

„მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების.

მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით! არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნების ტოტალურად გაყალბება მოხდა.

„ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა… ჩატარდა რუსული არჩევნები“. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g