სიტყვა ”დიასპორა” ერთი მხრივ, შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, სევდას, მაგრამ ამავე დროს დიდი პოტენციალის და შესაძლებლობების, დიდი სულიერი ძალის მატარებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიასპორის ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამაღელვებელია, რომ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოსთან ერთად ზეიმობს ჩვენი ქვეყნის მილიონობით მხარდამჭერი და მეგობარი.
„ ამაში დიდია ქართული დიასპორის წვლილი და დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს სახელი ასე ამაყად გაიტანეთ მსოფლიოს მასშტაბით.
სიტყვა ”დიასპორა” ერთი მხრივ, შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, სევდას, მაგრამ ამავე დროს დიდი პოტენციალის და შესაძლებლობების, დიდი სულიერი ძალის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე დიასპორის წარმომადგენლებისთვის. რეალურად რომ შევხედოთ, არაერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელიც ქმნიდა ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს კულტურას და მომავალს, საქართველოს გარედან იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის კულტურის შექმნაში. ისინი არამარტო ინარჩუნებდნენ ქართველობას და თვითმყოფადობას, არამედ ქმნიდნენ კიდეც ამ თვითმყოფადობას”, -განაცხადა პრეზიდენტმა.