LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ელჩის გაწვევაზე – „ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს“

73
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინის მიერ საქართველოს ელჩის გაწვევას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Foreign policy-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ელფერი აქვს, რომლებიც შიდა ქართულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან, ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რას გულისხმობდა ამაში, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა:

„კარგი, მე ვფიქრობ, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობები… მაგრამ ეს არ არის ის, რის გამჟღავნებასაც ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ დროს ჩვენ რაც შეიძლება მჭირდრო ურთიერთიერთობა გვჭირდება უკრაინასა და საქართველოს შორის.

არის საკითხი, რომლის განხილვაც არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებული, რომელიც უკრაინაში იყო, იქ, თავისი მეგობრები ჰყავს და ცდილობს, საქართველოსა და უკრაინას შორის ძაფების გაბმას, რაც არ მგონია ნამდვილად შესაფერისი მომენტი იყოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები