LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ემიგრანტებს: „ხვალინდელი მომავალი თქვენს ხელშია! ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი, თუ ქვეყანა დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას“

124
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას აქვეყნებს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტია და ქართველმა ემიგრანტებმა მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ:

„მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი – თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთს და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები, ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც გექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდეთ. ეს არჩევნები გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა.

ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ მზად ხართ, ძალიან აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა.

როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც უნდა იყოს, შორსაც რომ იყოს [საარჩევნო უბანი], ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც საქართველოს მომავალი დგას“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g