LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს – ვფიქრობ, ამ შეფასებას ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს “

155

„ის ინფორმაცია, რომელიც გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ მივიღე, მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე – ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებიდან ასე მცირე დროის შემდეგ არ აკეთებენ განცხადებას არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან, მათ ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია აქვთ მისაღები.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“

„დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს ინციდენტების შესახებ. ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე.

პრეზიდენტი: „ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია – ამ არჩევნებს არ ვაღიარებ“

მისი შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნების ტოტალურად გაყალბება მოხდა.

შედეგები ეწინააღმდეგება ყველა გამოკითხვის ტენდენციას, რაც ამ ქვეყანაში ჩატარდა, განსაკუთრებით „რუსული კანონისა“ და ქუჩებში პროტესტის შემდეგ და რომელიც აჩვენებს, რომ ხალხს სურს შეინარჩუნოს თავისი ევროპული გზა.

ეს არის არჩევნები, რომელიც მოპარულია და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ შეფასებას“. – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ეუთო/ოდირი: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g