LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ეს ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა

52

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის გამარჯვება და წარმატება უწოდა ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერ წერილს და მას თავისუფლების სულისკვეთებაზე აგებული სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დახმარების ნაბიჯები უწოდა.

პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომლითაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეკრძალება რაიმე სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველმა მხარემ რუსეთის დიპლომატიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში, დიპლომატიური ომი, ფაქტობრივად, პირწმინდად მოუგო.

,,ჩვენ ვლაპარკობთ ახალგაზრდა მცირერიცხოვანი სახელმწიფოს დიპლომატიურ კორპუსზე, რომელმაც ტრადიციული, ძალიან ძლიერი დიპლომატიური სკოლის, ძალიან ძლიერი რესურსების მქონე ქვეყანას 6 წლის განმავლობაში პირწმინდად მოუგო არაღიარების პოლიტიკა” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, როცა ეს კანონი შევა ძალაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არაღიარების პოლიტიკას კითხვის ქვეშ დააყენებს, გადაეკეტება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის რესურსი, რაც საქართველოს ნამდვილი წარმატებაა.

არაღიარების პოლიტიკაში მიღწეული წარმატების მხარდაჭერისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ საქართველოს თავისუფლების სულისკვეთებას. – ,,ჩვენ ეს ომი ერთად მოვიგეთ”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აქტიური მუშაობისათვის საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს, აშშ-ს მთავრობა აღარ დაეხმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g