LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: გადადგომას არ აფასებენ, არაკორექტული იქნება

115
Untitled

,,არაკორექტული იქნება, რომ აქედან შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს’’ – ასე ეხმაურება „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი მამუკა ბახტაძის გადადგომას.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლაზე პრეზიდენტმა შეფასებები არ უნდა გააკეთოს.

,,გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც ეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მგონი უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები. საერთოდ, მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. ეს არის შიდა პოლიტიკური, უნდა ჩავიდე, გავიგო რა ვითარებაა და შემდგომში შეიძლება განცხადების ან შეფასების გაკეთება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მამუკა ბახტაძემ გადადგომის განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა. 3 947-სიტყვიან გამოსამშვიდობებელ პოსტში ქართულ საზოგადოებას ის მთავარი პრინციპები წარუდგინა, რაც მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმა გახდა. ხუთ პრინციპზე დაყრდნობით, ბახტაძემ დეტალურად აღწერა თითოეული მიღწევისა და განხორციელების გზები, ასევე, შესრულებული ამოცანების შედეგები.

,,მოვიდა დაბუსტვით,მიდის დაუბუსტავად…’’ – ინტერნეტმომხმარებელთა რეაქციები ბახტაძის 3 947-სიტყვიან გამოსამშვიდობებელ პოსტზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g