საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
“გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო – “გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს, ამიტომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.