LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: გილოცავთ დედა ენის დღეს! ჩვენი არაჩვეულებრივი დედა ენა არის ის, რაც გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია

132
BeFunky-collage (58)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს.

„ჩვენი არაჩვეულებრივი დედა ენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია!“, -აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 44 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა.

დედაქალაქში მოეწყო მასობრივი მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს (ახლანდელი პარლამენტის) შენობისკენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ლოზუნგები, მათ შორის იყო “აი, ია”.

საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები