LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაცვა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის მამოძრავებელ ძალად

74
Untitled design - 2022-01-27T151605.662

ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა და პატივისცემა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად. – ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰოლოკოსტის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნა ყველა ჩვენგანის ვალია.

„27 იანვარი ჰოლოკოსტის, ცივილიზებული სამყაროს არსებობის მანძილზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უდიდესი სისასტიკის ხსენების საერთაშორისო დღეა.

ამ ენით გამოუთქმელი ტრაგედიის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა, ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.

ჰოლოკოსტის სისასტიკემ გვასწავლა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა და პატივისცემა უნდა ვაქციოთ კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად“. – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

პრემიერი: ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g