LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

75

გიორგი მარგველაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

„თითოეულ ჟურნალისტს, გულითადად გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

მაღალი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის თავისუფლების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა.
თავისუფალი მედია ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, იმისა, რომ მოქალაქეებიც ვიყოთ თავისუფალნი. თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების უმთავრესი წინაპირობაა.

გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში,“ – ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები