საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლს “აბესალომ და ეთერი” დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოპერის თეატრის შენობის განახლებაში მიიღო მონაწილეობა.
“მინდა ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე; მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული ოპერის მშვენიერი შენობის შექმნაში და მადლობა ვუთხრა ყველას ამ მშვენიერი პრემიერისთვის, რომლითაც ასე ვტკბებით დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სპექტაკლს პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.