LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას – კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია

171
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება.

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.

პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა.

კობახიძე: „ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“

„როდესაც ჩვენ ამ დემონსტრაციებს ვხედავთ, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მე არ ვარ დემონსტრაციის არც ერთი მოძრაობის ლიდერი, მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, უბრალოდ, მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება ჩვენი ევროპული ნების კვალდაკვალ. ასევე, ძალიან ყურადღებით ვარ იმის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და ეს არის სტაბილურობა.

მსურს ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან სწორედ მათ დააინიცირეს მოვლენების ეს განვითარება, რომელიც არსაიდან მოვიდა, როდესაც მთელი ქვეყანა გაერთიანებული იყო ევროპულ გზაზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას დეკემბერში, რომელიც ასევე სრულად იყო გაერთიანებული, როდესაც ჩვენი ფეხბურთის გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და სრულიად მოულოდნელად საქართველოს ხელისუფლებამ დააბრუნა ძალიან პროვოკაციული კანონი უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით უკვე მეორედ, და ასევე მთელი რიგი კანონებისა, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით ვეტოს ვადებ, რაც ეწინააღმდეგება რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შევასრულოთ თუ გვსურს ვიხილოთ მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოს ან მალევე ამის შემდეგ.

ასე რომ ამის გაკეთება იყო პროვოკაცია ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უხაროდ იმის დანახვა თუ როგორ გაიხსნა ევროკავშირის კარი, ეს იყო ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის აღიქმებოდნენ რომ ევროკავშირი იყო ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი და ასევე დაცვის საშუალება რუსეთის ნებისმიერი შემდგომი იმპერიალისტური მცდელობების წინააღმდეგ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

„საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ახლა სასწორზეა“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g