LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი პრეზიდენტობით ერთობა: იაგო ხვიჩია

76
იაგო ხვიჩია

პრეზიდენტი პრეზიდენტობით ერთობა – სალომე ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე ისვენებს, – ასე ეხმაურება დეპუტატი იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის განცხადებებს.

“გირჩის” ლიდერის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება

“ზურაბიშვილის განცხადება პოლიტიკური კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით ორი კომპონენტისგან შედგებოდა. პირველი იყო – შევრიგდეთ ხალხო, ტემპერატურა დავწიოთ, არ გვინდა პოლარიზაცია! მეორე – მიხეილ სააკაშვილმა არც იოცნებოს, რომ მე მას გამოვუშვებ. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. – აღნიშნა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუკი სალომე ზურაბიშვილს უნდა მის მიერ გაკეთებული განცხადება ვინმემ სერიოზულად ჩათვალოს, ერთი რამ მაინც უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც ადამიანებს დაამახსოვრდებათ როგორც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული კარგი საქმე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები