LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ქართველ მუსლიმებს რამადანის დადგომას ულოცავს

106

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ყველა მუსლიმ მოქალაქეს რამადანის დღესასწაულის დადგომას ულოცავს.

მისი თქმით, ქართველი მუსლიმების უძველესი, თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მისი მრავალფეროვნების ნაწილია.

“ეს წმინდა თვე თქვენი რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯია. მის ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით განვლას გისურვებთ.

თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი საერთო, მრავალეროვნული სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი მომავლის შენებაში. თქვენი უძველესი, თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები კი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.

კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – აცხადებს პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები