საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, – ასე ეხმაურება პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიმდებარედ არსებულ ვითარებას.
„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ დაუშვებს!“, – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.