აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეიძლება გახდეს პირველი ლიდერი, რომელიც უკრაინაში თვითმფრინავით ჩაფრინდება – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცნობილ ამერიკულ პოდკასტში განაცხადა.
„დიახ, ომი დასრულდება და პრეზიდენტი ტრამპი შეიძლება იყოს პირველი ლიდერი, რომელიც თვითმფრინავით ჩამოვა. მგონია, რომ ეს სიმბოლური იქნება…
მომეწონა პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მისი გამოსვლის დროს. მე ვფიქრობ, რომ იგივე პოზიცია გვაქვს ძალის გამოყენებით მშვიდობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ თუ ძლიერი ხარ, შეგიძლია ლაპარაკი და ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი და უკრაინა უნდა იყოს ძლიერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.