LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი უმრავლესობას სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების დათხოვას სთავაზობს

101

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. „გირგვლიანის შესწორებები“ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც განათლების მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან შევქმენი მექანიზმი განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ და ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს. შემდეგ საპარლამენტო გამოსვლების დროს არაერთხელ მიმიქცევია ყურადღება იმ საკითხებისთვის, რასაც პოლიტიკური ნიშნით დევნა ჰქვია. დღეს, როცა ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიხილება, მიმაჩნია, რომ, როგორც მინიმუმ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიცმომავალში ასეთი ტრაგედიებისგან დაგვიცავს. „გირგვლიანის შესწორებების“ ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც საქართველომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა. ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლები და სხვა საერთაშორისო სფეროს ექსპერტები საქართველოში მოიწვიონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g