პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს და იმედს გამოთქვამს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის ლიდერობით, ახალი ევროკომისია საქართველოს მისცემს ძლიერ მიმართულებას, რათა მას ევროპულ გზაზე დაეხმაროს:
„პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, გილოცავთ თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე, იმავე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის და უფრო დიდი და ძლიერი ევროპის პრინციპის დაცვას.
დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში”, – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
Congratulations, President @vonderleyen , on your new mandate. I trust that you will continue with the same determination as before, to defend in Ukraine, Georgia and Moldova the cause of freedom and democracy and of a stronger larger Europe
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 27, 2024
🧵1/2