LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

171
tavisupleva-laza

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ლაზარე არის მარტის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც დღეს ტყვეობაში იმყოფება. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ვალდებულება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ლაზარესთან მიმართებაში. ევროპაში ვიზიტებს რომ მართავს, საუბრობს იმ ადამიანების სახელით, რომლებიც 8 მარტს აქციაზე ვიმყოფებოდით. ლაზარე არის ამ ყველაფრის სიმბოლო. ამიტომ ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიმართოს საქართველოს მთავრობას და უთხრას, რომ ლაზარე უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება.

mazda magti 5g