კილიან მბაპე საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 10 ხმა მიიღო.
მცირე კომუნა ტალნეში, სადაც დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს, პსჟ-ს თავდამსხმელმა ყველაზე ცოტა 10 ხმა მიიღო. ბიულეტენები ხარისხიანად იყო მომზადებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქცია დაგეგმილი იყო.
ბუნებრივია, ეს ხმები არ გაუთვალისწინებიათ, რადგან ფეხბურთელი არ ყოფილა არჩევნებზე დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში რუბეს კომუნაში ხმა „რეალის“ ფორვარდ ბენზემას მისცეს.
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში კი გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოიპოვა, რომელმაც მარინ ლე პენს აჯობა.